მარჯანიშვილის და წერეთლის ქუჩებზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს
გორში რკინა-ბეტონის ორი საყრდენი კედელი შენდება.
სამუშაოები მარჯანიშვილის და წერეთლის ქუჩებზე მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საფუძვლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. მარჯანიშვილის ქუჩაზე 11 მეტრის, ხოლო წერეთლის ქუჩაზე 37 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი აშენდება და თითოეულის სიმაღლე 4 მეტრი იქნება.
„აღნიშნულ მონაკვეთებზე არსებული ღია, ეროზირებული ფერდები საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე საცხოვრებელ სახლებს და ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
საყრდენი კედლების მოწყობა მნიშვნელოვნად შეამცირებს მიწის ჩამოშლის რისკს, დაიცავს საცხოვრებელ სახლებს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას“, - აცხადებენ გორის მერიაში.