გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. ეჟენ იონესკოს პიესის - „ორთა ბოდვა“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს მაყურებელს რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი წარუდგენს.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია, თარგმანი და კოსტიუმები რევაზ შატაკიშვილს ეკუთვნის. რეჟისორის თანაშემწე მარიამ ოლგესაშვილია. სპექტაკლში კი გიორგი ჩოჩნიძე, ნათია ტატულაშვილი და კობა კოპაძე მონაწილეობენ.
სპექტაკლზე რეპეტიციები უკვე დაწყებულია, საპრემიერო ჩვენების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.