საზოგადოება
30.10.2026 11:31
კაბადოკიაში „ზღაპრულ საკვამურზე“ კლდის ერთ-ერთი სვეტის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთში, კაბადოკიაში გორემეს ცნობილ მუზეუმში, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში (იუნესკო) შეტანილ „ზღაპრულ საკვამურზე“ მეწყერი ჩამოწვა, რამაც მსხვილი ვულკანური პლასტი - კლდის ერთ-ერთი სვეტი ჩამოშალა.

თურქული მედიის ინფორმაციით, „საკვამურის“ მრავალტონიანი კლდის ნატეხები იქვე მყოფ ადამიანებს დაეცა. სამი მათგანი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა, ხოლო ხუთმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. გარდაცვლილთაგან ორი თურქეთის მოქალაქეა, ხოლო ერთი უცხოელი ტურისტი.

ნავშეხის პროვინციის გურბერნატორის განცხადებით, კატასტროფის მიზეზი რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმებია.

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა კაბადოკიაში 2024 წელსაც დაფიქსირდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კვირის ამბები