სპორტი
30.10.2026 15:45
ვაჟ ხელბურთელთა გორის გუნდი საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა საერთაშორისო ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

შეჯიბრი წყალტუბოში ჩატარდა და საქართველოს, სომხეთის, მოლდოვის სხვადასხვა ქალაქის გუნდები მონაწილეობდნენ.

გორის გუნდმა „ერევანი“ და „ბსბ“ დაამარცხა. კიშინეუს გუნდთან 15:25 დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში „სამტრედიას“ დაუპირისპირდა. თამაში გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 27:22 დასრულდა.

ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა ჩილაშვილი, ამირან ბადაშვილი, ლაშა ჭიქინაშვილი, ნიკოლოზ ჭიქინაშვილი, გელა ბერიანიძე, დავით ყურელი, გიორგი საათაშვილი, რეზი ბრეგვაძე, პაატა ჯობინაშვილი, ნიკა კაპანაძე, გუგა გვიმრაძე, გიორგი გორგიშელი, საბა გოგშელიძე, გიორგი ბიჩინაშვილი (მწვრთნელები: ლაშა შემშენოვი, გია მამაცაშვილი).

კვირის ამბები