საზოგადოება
02.11.2026 10:39
საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ოთხი საცხოვრებელი ხის კოტეჯი შენდება

გორის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ოთხი ოჯახისთვის საცხოვრებელი ხის კოტეჯები შენდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია იღებს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებლით სოფელ ქიწნისში ორი, სათემოსა და პატარა გორიჯვარში კი თითო ოჯახი დაკმაყოფილდება.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას აგრძელებს. პროგრამის მიზანი უსახლკარო ოჯახებისთვის უსაფრთხო და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

 

კვირის ამბები