

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატის ფარგლებში, ქართველმა სპორტსმენებმა გერმანიის (4:3) და იტალიის (4:2) ნაკრებები დაამარცხეს. გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 3:4 დათმეს.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ.) კონტინენტის პირველობის გამარჯვებულია. ნიკოლოზ დავლაძემ (90 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა გადელია (60 კგ.), მათე ბერუაშვილი (73 კგ.) და ნინო ლოლაძე (57 კგ.) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
ევროპის ჩემპიონატი ნეაპოლში (იტალია) ჩატარდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი