სპორტი
02.11.2026 11:41
ძიუდოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ხუთი მედალი მოიპოვეს

ხუთი საპრიზო ადგილი დაიკავეს გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე.

შეჯიბრი ერევანში ჩატარდა და 2016-2017 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გორელებმა ასპარეზობა ორი პირველი და სამი მესამე ადგილით დაასრულეს.

ტურნირის გამარჯვებულები დაჩი კობერიძე (42 კგ.) და ლაშა მურაჩაშვილი (46 კგ.) გახდნენ. უჩა ბეჟანიშვილმა (30 კგ.), ლუკა თოთლაძემ (34 კგ.) და გაბრიელ ფერსაშვილმა (42 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.

ზემოაღნიშნულ სპორტსმენთა მწვრთნელები ნიკო ბიბილაშვილი და ვანო თოთლაძე არიან.

კვირის ამბები