სპორტი
03.11.2026 12:09
მსოფლიოს ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში გორელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

მსოფლიოს ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში გორელმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.

მსოფლიოს პირველობის გამარჯვებული ლევან ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც ასპარეზობა ორი ოქროს მედლით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უმაღლესი სინჯის მედალი მერვედ მოიპოვა.

ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა გორელმა ლევან მახათაძემაც. სპორტსმენი პარამკლავჭიდელთა შორის ასპარეზობდა და როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავით ჭიდილში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მახათაძეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ჯამში, 16 მედალი აქვს მოპოვებული.

მსოფლიოს ჩემპიონატს ინდოეთი მასპინძლობს.

კვირის ამბები