
გ. ერისთავის სახელობის თეატრმა ჩანიშნული სპექტაკლების ანონსი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, გორის თეატრის დასი მომდევნო დღეების განმავლობაში მაყურებელს რამდენიმე საპრემიერო ჩვენებას შესთავაზებს, ასევე ნაცნობ სპექტაკლებს გამართავს.
რეჟისორი ნანა ჯავახიშვილი 7, 8 და 28 ნოემბერს მაყურებელს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მუსუსის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარუდგენს. საპრემიერო ჩვენებები 19:00 საათზე დაიწყება.
14 ნოემბერს მაყურებელი გორის თეატრის სცენაზე გიორგი ერისთავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „ძუნწი“ იხილავს, რომლის რეჟისორიც რევაზ შატაკიშვილია.
21 და 22 ნოემბერს გორელ თეატრისმოყვარულებს კიდევ ერთი საპრემიერო ჩვენება „ორთა ბოდვა“ ელოდება. ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი რევაზ შატაკიშვილია. წარმოდგებაში გიორგი ჩოჩნიძე, ნათია ტატულაშვილი და კობა კოპაძე მონაწილეობენ.
27 ნოემბერს თოჯინური სპექტაკლის - „იავნანამ რა ჰქმნა“ ჩვენებაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რეჟისორების - ნიკოლოზ საბაშვილის და ლევან ხაზიურის დადგმულ წარმოდგენაში მარიამ საათაშვილი, ნათია ტატულაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი, მზიკა ტურაშვილი და ამირან ქაჩიბაია მონაწილეობენ.
29 ნოემბერს გორის თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ გაიმართება ედუარდო დე ფილიპოს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „აჩრდილები“ (რეჟისორიც სანდრო ელოშვილი) საპრემიერო ჩვენება.
ბილეთების დაჯავშნა-შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ, საიტზე: biletebi. ge