
4 ნოემბერს, მთავარი ასტროლოგიური ტენდენცია პრაქტიკულობა, დისციპლინა და დეტალებზე ორიენტირებულობაა. ცაზე პლანეტარული განლაგება ყველას მოგვიწოდებს, რომ ილუზიებიდან რეალობაში დავბრუნდეთ და დაწყებული საქმეები მოვაწესრიგოთ.
4 ნოემბერს ასტროლოგიური პროგნოზით, ყველაზე მეტად კირჩხიბს, ლომს და თხის რქას გაუმართლებთ. მათთვის ეს დღე კონკრეტული მიმართულებებით განსაკუთრებულად წარმატებული და პოზიტიური იქნება.
♈ ვერძი
ყურადღება პირად კავშირებსა და პარტნიორულ ურთიერთობებზე გადაიტანეთ. მოერიდეთ მკვეთრ განცხადებებს და ენერგია კომპრომისის ძიებას მოახმარეთ.
♉ კურო
ახლა მოდუნების დრო არ არის, დაძლიეთ შიშები. ყურადღება მიაქციეთ რუტინულ საქმეებს და გამოიყენეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები.
♊ ტყუპები
წინ დიდი სიახლეები გელით. არ აჰყვეთ მანიპულაციებს და პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ რაციონალურობა და სიმშვიდე.
♋ კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. იმოქმედეთ გონივრულად, ნუ იჩქარებთ და საჭესთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.
♌ ლომი
დღე ენერგიულად დაიწყება. სამსახურებრივ სფეროში ორგანიზებულობა და საკუთარი თავის საუკეთესოდ წარდგენა წარმატებას მოგიტანთ.
♍ ქალწული
საუკეთესო დროა წვრილმანი დეტალების გასაანალიზებლად და დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად.
♎ სასწორი
თქვენი ძლიერი მხარე სიმშვიდით მოსმენა იქნება. ეს დაგეხმარებათ ბალანსის შენარჩუნებაში როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში.
♏ მორიელი
ემოციების მოთვინიერება და თვითდისციპლინა დაგჭირდებათ. მოერიდეთ რადიკალურ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ფინანსებში.
♐ მშვილდოსანი
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფულთან მიმართებაში - ნაღდ ფულს ვალად ნუ გასცემთ, რადგან დაბრუნება გაგიჭირდებათ.
♑ თხის რქა
ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის. სწრაფად მოაგვარეთ ფინანსური საკითხები და გადაერთეთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზებაზე.
♒ მერწყული
კარგი პერიოდია იდეების გენერირებისთვის. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, მაგრამ რეალობას ნუ მოწყდებით.
♓ თევზები
შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას ტაქტი და მოთმინება გაუგებრობებს აგარიდებთ.