საზოგადოება
04.11.2026 10:49
მასწავლებელთა გამოცდაზე მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განაცხადების მიღება დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, განაცხადები  3 დეკემბრის 18:00 საათამდე მიიღება და მასწავლებლებს, რომლებმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური გადაიხადეს, თუმცა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია არ გაიარეს, გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ მატერიალური ფორმით.

„განმცხადებელმა განაცხადი უნდა წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც უზრუნველყოფენ განაცხადების ცენტრში გადაგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) მეშვეობით.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი დარეგისტრირდა ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, თუმცა გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით საფასური განსაზღვრულზე მეტი ოდენობით გადაიხადა ან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა გამოცდაში მონაწილეობაზე, გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნით განაცხადის წარდგენა შეუძლია როგორც მატერიალური ფორმით, ისე ელექტრონულად - https://online1.naec.ge/oapp.

თანხის ჩარიცხვა კი განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ პროცედურებს და განაცხადი დადგენილ ვადებში წარადგინონ“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 

 

 

კვირის ამბები