სპორტი
04.11.2026 11:44
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს გორი უმასპინძლებს

გორის სპორტის სასახლეში ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.
მსოფლიოს პირველობის საშეჯიბრო ნაწილი 15 ნოემბერს 10:00 საათიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ჩემპიონატში აბსოლუტურ კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებთან ერთად, 80 კგ. წონითი კატეგორიის ფალავნებიც იასპარეზენ.

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ჩემპიონატი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

ცნობისთვის, 2025 წელს ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველომ პირველად უმასპინძლა. ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა და 32 ქვენიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა იასპარეზეს.

კვირის ამბები