სპორტი
04.11.2026 12:24
„დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო საფეხბურთო მატჩს გორში გამართავს

გორის „დილა“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩი 8 ნოემბერს ჩატარდება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
გასული ტურის მატჩში გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ცნობისთვის, ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

კვირის ამბები