
ესპანური სპორტული კლუბი „ტენერიფეს“ ფეხბურთელი ხესუს დე მიგელ ალამედა გარდაიცვალა.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგა 2-ის მე-12 ტურის მატჩში „ტენერიფე“ „ანდორას“ შევედრის მიმდინარეობისას, მსაჯის მიერ დამატებულ დროში ესპანური სპორტული კლუბის 30 წლის თავდამსხმელი მეტოქის მეკარეს, ხესუს ოვონოს შეეჯახა, ძლიერი დარტყმა მიიღო და მოედანზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელს გულის გაჩერება დაუფიქსირდა, თუმცა სამედიცინო პერსონალმა რეანიმაციული ღონისძიებებით გულის მუშაობის აღდგენა შეძლო. დე მიგელი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. 3 ნოემბერს, დილით სპორტსმენის ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა. მოგვიანებით კი კლუბმა მისი გარდაცვალება დაადასტურა.
„მწუხარებისგან განადგურებულები ვართ და ვერ ვიჯერებთ, რომ ეს რეალობაა. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ უსაზღვრო ტკივილს შეამსუბუქებს. ამ მძიმე წუთებში გვერდით ვუდგავართ მის ოჯახს, ახლობლებსა და ტენერიფეს მთელ საზოგადოებას“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.