

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია - „ჩააცვი ხეებს“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 15 ნოემბერს ჩატარდება. მსურველებს 12:00-დან 15:00 საათამდე შესაძლებლობა ექნებათ, სკვერში თბილი ტანსაცმელი მიიტანონ და დატოვონ მათთვის, ვინც ზამთარს მომზადებული ვერ ხვდება. შეგროვებული სამოსი გადამისამართდება საქართველოს წითელი ჯვრის გორის ფილიალში (ბარნოვის ქ. 9) და მსურველებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე, ყოველ შაბათ-კვირას, 11:00-დან 14:00 საათამდე სამოსის არჩევა შეეძლებათ.
„ტრადიციულად, თეატრის სკვერში გელოდებით თბილი ტანსაცმლით! შევუგროვოთ ცივი ზამთრისთვის თბილი სამოსი ვისაც უჭირს. ჩააცვით ხეებს და დაეხმარეთ“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქველმოქმედო აქცია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით, მერვე წელია იმართება.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი