საზოგადოება
05.11.2026 13:41
1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 35 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 35 ფაქტი გამოავლინეს.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, უწყებამ, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინა. მათგან 154 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 880 ფაქტი  ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 386 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

2026 წლის 10 თვეში კი 56 არარეგისტრირებული სახერხი საამქროა დალუქული.

რაც შეეხება სტატისტიკას, რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი - 303 სამართალდარღვევა დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 225, კახეთში - 203, იმერეთში - 177, სამცხე-ჯავახეთში - 101, გურიაში - 66, ქვემო ქართლში - 60, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 51, მცხეთა-მთიანეთში  - 38, შიდა ქართლში კი - 35, 7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც“, - აცხადებენ უწყებაში.

 

 

კვირის ამბები