საზოგადოება
05.11.2026 15:16
მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ფრენების სიხშირე გაიზრდება

2027 წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ვან ცინგჩაოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შანხაის და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ასევე ტურიზმის და ეკონომიკური მიმართულების განვითარებას.

„2026 წლის ივლისიდან China Eastern თბილისის მიმართულებით შანხაიდან ავიამიმოსვლას კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ავიამიმოსვლა წარმატებულია და ძალიან მოთხოვნადია, China Eastern-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ, რაც დადებითად შეფასდა. მომავალი წლიდან დაემატება სიხშირეები და შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკური მიმართულების განვითარებას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

კვირის ამბები