

სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აღნიშნავენ, პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროფესიული განათლების, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს.
პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების სამმართველოს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 032 2 14 02 41; 557 72 91 31.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი