ასტროლოგია
09.10.2019 23:47
10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებსაც კარგად არ  იცნობთ. სიცრუით  სავსე დღეა.  არახელსაყრელი დღეა  მივლინებისთვის, შოპინგისთვის და კომერციული ოპერაციებისთვის.

კურო

თავი შეიკავეთ მაღაზიებში სიარულისა და ძვირადღირებული ნივთების შეძენისგან, რადგან იმედგაცრუება გელით. ძალიან მალე შეძლებთ ყველა იმ ნივთის შეძენას, რომელზეც ოცნებობთ, მაგრამ ჯერჯერობით უნდა მოიცადოთ.

ტყუპები

ტყუპებისთვის არახელსაყრელი დღეა, მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც ფარული მტრის შურს უკავშირდება. ფრთხილად იყავით და ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ ამ დღეს ფულის ხარჯვისგან თავი შეიკავოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეცადეთ ნაკლები ინერვიულოთ.

ლომი

დიდი ხნის დაგროვილი და გადადებული საქმეები თავს შეგახსენებთ. ოჯახში მოსალოდნელია კამათი და გაუგებრობა. ეცადეთ საკუთარი პოზიცია დაიცვათ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენებათ.

ქალწული

სიცრუისა და ილუზიების დღეა. ყურადღება გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. გაითვალისწინეთ, რომ არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ ნერვიულობას, ამან შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგიყვანოთ.

სასწორი

მძიმე და პასიური დღეა. კოლეგებთან და უფროსთან ურთიერთობა გიჭირთ. ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ ოჯახი - ეცადეთ პირად ცხოვრებაში ტაქტი და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ.

მორიელი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ფინანსური პრობლემები შეგექმნათ და მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ. ნუ ინერვიულებთ, თუ ვალის აღება მოგიწიათ, ეს დროებითი სირთულეებია, პრობლემას სულ მალე დაძლევთ. ამ დღის ამოცანაა სულიერი წონასწორობის შენარჩუნება.

მშვილდოსანი

მზად იყავით პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს - შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც მომავალს დაუკავშირებთ.

თხის რქა

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა მივლინებისთვის, შეძენისთვის, ქორწინებისთვის და კომერციული ოპერაციებისთვის. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გაიმტკიცოთ, ინიციატივა და შრომისმოყვარეობა გამოიჩინეთ.

მერწყული

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ცვლილებებს განასახიერებს. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებით ირგვლიმყოფები თქვენს მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევიან.

თევზები

მძიმე და პასიური დღეა, რომელიც არახელსაყრელია პირადი ურთიერთობების წამოწყებისთვის, კომერციული საქმიანობისთვის. ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ და თავი დააღწიოთ დეპრესიის ნიშნებს. შესაძლოა, შეგექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. უარი თქვით აქტიურობაზე, ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი სახლში, ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

კვირის ამბები