

დღეს დილიდან, ევროპის არაერთ ქვეყანაში უამრავი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა სხვადასხვა აეროპორტში, ამის მიზეზი ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინებები გახდა.
Reuters-ის ინფორმაციით, პირველი ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის Airbus A320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი იყო, რომელიც დუბლინიდან რომში მიფრინავდა და ავარიულად დაეშვა საფრანგეთში.
მოგვიანებით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ, Ryanair-ის სამი თვითმფრინავი ბულგარეთში დაეშვა. ამასთან, თვითმფრინავების ავარიულად დაშვება გახდა საჭირო ჩეხეთის, პოლონეთის, იტალიის, ავსტრიის და რუმინეთის სხვადასხვა აეროპორტებში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აეროპორტებში მიმდინარე შემოწმებების შედეგად, ჯერჯერობით ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი