საზოგადოება
05.11.2026 16:53
ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება მიმდინარეობს

სოფლის განვითარების სააგენტო ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას აგრძელებს, რომელიც ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფო პროექტით სარგებლობისას შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა. პროგრამის ამოცანას კი ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის) კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელის ექსპლუატაციის ვადა რამდენჯერმე აღემატება ტრადიციულ ღუმელისას და საშუალებას გაძლევთ გაანახევროთ შეშის მოხმარება. შედეგად კი, წლების განმავლობაში მოსახლეობა დაზოგავს რესურსებს როგორც შეშის, ისე ახალი ღუმელის შეძენის თვალსაზრისით“,- აცხადებენ უწყებაში.

დაინტერესებული პირებისთვის, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 1501.
კვირის ამბები