საზოგადოება
06.11.2026 11:04
„ოპერატიული საქმიანობის საფუძვლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“- სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სწავლებაში მონაწილეობისთვის მიღებას აცხადებს

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ტრენინგკურსზე მიღებას აცხადებს.

სწავლებაში - „ოპერატიული საქმიანობის საფუძვლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - ჩართვა უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ.

აპლიკაციები  2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.

„კურსი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, დარგის ექსპერტების და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღონ პროფესიული ცოდნა ოპერატიული საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება კანდიდატების შერჩევის პროცესს, შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციის მიღება; აპლიკაციის შერჩევა და გასაუბრება.

ტრენინგი გაიმართება 7 და 8 დეკემბერს, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ქ. გორი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 53).

პროექტში მონაწილეობა უფასოა. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://forms.gle/P7SgLg61qF1TMGdq5

კვირის ამბები