კულტურა
06.11.2026 12:57
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი აფრიკის კონტინენტის ხალხთა კულტურული, ტრადიციული და რელიგიური მემკვიდრეობის ნიმუშების გამოფენას დღეს უმასპინძლებს

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფრიკის კონტინენტის ხალხთა კულტურული, ტრადიციული და რელიგიური მემკვიდრეობის ნიმუშების გამოფენა გაიმართება.

ღონისძიება დღეს, 6 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიხსნება.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, აფრიკული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები შალვა დათიაშვილის (ყოფილი დიპლომატი) კერძო კოლექციას ეკუთვნის.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიცია სამი ნაწილისგან შედგება. დამთვალიერებელი ტრადიციულ, სარიტუალო ნიღბებს, საბრძოლო იარაღს, სამკაულს, ჩანთებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე ქრისტიანული ხატწერის ნიმუშებს, ჯვრებს და პერგამენტზე ძველ ეთიოპიუ ენაზე შესრულებულ რელიგიურ ტექსტებს გაეცნობა.

კვირის ამბები