
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 9 ნოემბრის 11:00 საათზე დაიწყება და პროცესი 19 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია როგორც თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც (მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასი).
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა კი ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული).
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადას ყოველწლიურად სამ ტურად ატარებს. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან. მომდევნო ორი ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეების მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) ცენტრში 19 ნოემბრის 18:00 საათამდე.
რაც შეეხება რეგისტრაციას, რეგისტრაციისთვის მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი. რეგისტრაციის გავლა კი შესაძლებელი იქნება ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ბმულის საშუალებით“, - აცადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.