საზოგადოება
09.11.2026 14:53
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ხელმძღვანელობდა, 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული და დასაფინანსებელი პროექტები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“, „სტიქიის  შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების“, „გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისა“ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.

გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა შიდა ქართლის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები მოიწონეს.

ხდომას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ყოველ სამ თვეში იკრიბება და რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
კვირის ამბები