კულტურა
09.11.2026 14:58
გ. ერისთავის სახელობის თეატრი წარმოდგენას რუსთავის დრამატულ თეატრში გამართავს

კომედიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, გორის თეატრი წარმოდგენას რუსთავის დრამატულ თეატრში გამართავს.

ხვალ, 10 ნოემბერს, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული თეატრის სამსახიობო დასი სპექტაკლს, სახელწოდებით - „აჩრდილები“ ითამაშებს.

ფესტივალის მაყურებელს ედუარდო დე ფილიპოს პიესის მიხედვით დადგმულ წარმოდგენას რეჟისორი სანდრო ელოშვილი წარუდგენს.

სპექტაკლში ნოდარ დოღონაძე (მარჯანიშვილის თეატრი), ანა ლევენეცი, ზვიად მაღალაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი (კ. მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი), დალი ნათელაშვილი, ზურაბ პავლიაშვილი, მაკა შალიკაშვილი და ზურაბ ხინჩიკაშვილი მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რუსთავის თეატრში, 15 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს სხვადასხვა თეატრი და მათი კომედიური ჟანრის სპექტაკლები მოიყრის თავს.

კვირის ამბები