სპორტი
09.11.2026 16:46
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ფრენბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა

გორის მეშვიდე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებულები გახდნენ.

შეჯიბრი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა და ოცზე მეტი საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

რაც შეეხება პრიზიორებს, გოგონათა შორის მეორე ადგილი ბერბუკის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. IX საჯარო სკოლამ კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა. ვაჟებს შორის მეორე საპრიზო ადგილს IX საჯარო სკოლა დაეუფლა, მესამე ადგილი კი XII საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება. შეჯიბრი სპორტის 8 სახეობაში ტარდება და მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშების და დასკვნითი თამაშების ეტაპებს მოიცავს. გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და ფეხბურთის კლუბი „გორი“.

კვირის ამბები