
რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი მავნე პროგრამებისგან - ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებს კიბერუსაფრხოების დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მავნე პროგრამა სპეციალურად შექმნილი ციფრული ინსტრუმენტია, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თქვენი მოწყობილობა ან მოიპაროს მასში შენახული პირადი ინფორმაცია. მისი საშუალებით კი კიბერდამნაშავეებმა შეიძლება, მოიპოვონ წვდომა თქვენს მონაცემებზე და გამოიყენონ ისინი არასასურველი მიზნებისთვის.
რაც შეეხება მავნე პროგრამების გავრცელების ძირითად გზებს, არალიცენზირებული ან არაოფიციალური წყაროებიდან პროგრამების ჩამოტვირთვა და გამოყენება (მეკობრული პროგრამული უზრუნველყოფა); ფაილების არაოფიციალური წყაროებიდან გადმოწერა, ან გაურკვეველი წარმომავლობის ბმულებზე გადასვლაა.
„მავნე პროგრამებისგან თავის დასაცავად დააინსტალირეთ ანტივირუსული პროგრამა და რეგულარულად დაასკანერეთ მოწყობილობა; მუდმივად განაახლეთ ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა; ფაილები მხოლოდ ოფიციალური და სანდო წყაროებიდან გადმოწერეთ; მოერიდეთ გაურკვეველი წარმომავლობის ბმულებზე გადასვლას და რეგულარულად შექმენით მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლები“, - აღნიშნავენ ციფრული მმართველობის სააგენტოში.