საზოგადოება
10.11.2026 14:49
დაგროვებითი პენსიით 38 186-მა პირმა ისარგებლა

საქართველოს საპენსიო ფონდმა 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათასი ადამიანია.

ამ პერიოდისთვის, დაგროვებითი პენსიით  38,186 -მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 201,645,743.53 ლარი გაიცა.

„ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპენსიო ფონდმა „რისკის მართვის ჩარჩო“ დაამტკიცა, რომელიც გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რისკის მართვის ჩარჩო  „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს ეფუძნება, რომლის მიზანი რისკების ეფექტიანი იდენტიფიცირება, კონტროლი და მონიტორინგი, ასევე რისკების მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაა“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.

კვირის ამბები