

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო გამწვანების საშემოდგომო სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამჯერად, ყიფიანის ქუჩაზე მდებარე სკვერში კვიპაროსის და ტუხტის (ჰიბისკუსის) ნერგები დაირგო და სეზონის განმავლობაში ქალაქის სხვა სარეკრეაციო სივრცეების გამწვანებაც იგეგმება.
„ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ახალი ნარგავების დარგვა და სკვერების გამწვანებისთვის საკუთარ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილ ხე-მცენარეებს ვიყენებთ. პარალელურად, ვზრუნავთ მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობაზე, კერძოდ, მიმდინარეობს ხეების გადაბელვა, ბალახის თიბვა და ტერიტორიების დასუფთავება“, - აცხადებენ სააგენტოში.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი