სპორტი
10.11.2026 17:09
გორელი ფრენბურთელები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებენ

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილი ორი სპორტსმენი ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ნიტა ლობჟანიძე „ჯიკოში“, მაიკო გელაშვილი კი „ბათუმში“ ითამაშებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ორივე კლუბი ქართული საკლუბო ფრენბურთის ლიდერი გუნდია

აღნიშნული ფრენბურთელების მწვრთნელები თინა ფუსტური და ნინო სირაძე არიან.

კვირის ამბები