საზოგადოება
11.11.2026 15:55
მომავალი წლიდან, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

2027 წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო, მათ შორის: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი;

საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე - 150 მილიონ ლარზე მეტი;

საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე - 60 მილიონი ლარი;

კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე - 40 მილიონ ლარზე მეტი;

სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, 7 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი;

დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, მიიმართება 250 მილიონ ლარამდე.

კვირის ამბები