

გორის სპორტის სასახლემ რობოტიკის მასშტაბურ შეჯიბრს უმასპინძლა.
საგანმანათლებლო აქტივობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდებმა რეალურ გამოწვევებზე დაფუძნებული საინჟინრო ამოცანები შეასრულეს, შექმნეს და დააპროგრამეს რობოტები. სამუშაო პროცესში მონაწილეებმა LEGO Education SPIKE Prime-ის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმების შესაძლებლობები გამოიყენეს.
შეჯიბრის გამარჯვებულები გორელი მოსწავლეები გახდნენ, რომლებიც საგანმანათლებლო ვიზიტით შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) გაემგზავრებიან.
კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის“ და „SICPA Security Solutions Georgia“-ს ორგანიზებით ჩატარდა. რაც შეეხება მიზანს, ახალგაზრდებში ინჟინერიის, პროგრამირების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი