კულტურა
13.11.2026 15:11
გორის თეატრში ხვალ პრემიერისთვის ემზადებიან

გ. ერისთავის სახელობის თეატრში, ხვალ, 14 ნოემბერს „ძუნწის“ ჩვენებისთვის ემზადებიან.

მაყურებელი გიორგი ერისთავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, დიდ სცენაზე, 19:00 საათზე იხილავს.

თეატრის ადმინისტრაციის ინფომაციით, სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია და კოსტიუმები რევაზ შატაკიშვილს ეკუთვნის. რეჟისორის თანაშემწე სოფი დრულევია. სპექტაკლში კი თორნიკე ბასიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი, დალი ნათელაშვილი, ზურა პავლიაშვილი, მზიკა ტურაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში (ტელ: 0370277932; 577390350) და საიტზე: biletebi.ge შეუძლია.

კვირის ამბები