85 წლის ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა
სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილმა +75 ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზა და მსოფლიოს ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა.
ქართველმა დიდოსტატმა 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა, ყველა კონკურენტს აჯობა და სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარდა, სერბეთის ჭადრაკის ფედერაციამ ნონა გაფრინდაშვილს სპეციალური ჯილდო გადასცა ჭადრაკში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ინფორმაციისთვის, ნონა გაფრინდაშვილი თოთხმეტჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: 1962-1978 წლებში - 5-ჯერ ქალთა მსოფიოს ჩემპიონი; +65, +75 ასაკობრივ კატეგორიაში სენიორთა შორის - 9-ჯერ.
ნონა გაფრინდაშვილი 85 წლისაა, იგი 1941 წლის 3 მაისს, ზუგდიდში დაიბადა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალია ჭადრაკის ისტორიაში, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.