

გიორგი ბოგდანოვის და გურამ გობეჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე კლუბ „ჩემპიონის“ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი საპრიზო ადგილი დაიკავეს. სპორტსმენთა ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია.
შეჯიბრის გამარჯვებულები დემეტრე ინაური (35 კგ.) და ჯეკო მინდიაშვილი (41 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედალს გაბრიელ მამუკაშვილი (32 კგ.) და ლაზარე ნონიკაშვილი (46 კგ.) დაეუფლნენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთა მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.
გიორგი ბოგდანოვის და გურამ გობეჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ბაღდათში ჩატარდა. შეჯიბრში 2010 – 2012 და 2014-2015 წწ. დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი