
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება: 20 ნოემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე და 21 ნოემბერს - 09:00-დან 15:00 საათამდე.
რაც შეეხება კვების პროდუქტების ჩამონათვალს, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ამანათის სახით შეუძლიათ მიიღონ: საქონლის ხორცი (შემწვარი ან მოხარშული) - ჯამში არაუმეტეს 3 კგ; ქათამი (შემწვარი ან მოხარშული) - არაუმეტეს 2 კგ; ყველი - 3 კგ; ხაჭაპური - 3 ცალი; ლობიანი - 3 ცალი; კიტრი - 2 კგ; პომიდორი - 2 კგ; კექსი - 1 ცალი, კრემის და ზედაპირზე ყოველგვარი საფარის გარეშე (შაქრის პუდრი, მინანქარი და სხვა ინგრედიენტები).
ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზზე: 1500.