

წარმოიდგინეთ დასახლება, სადაც თამბაქო კულტურის ნაწილია, მაგრამ თაობები ისე გაიზარდნენ, რომ თამბაქოს კვამლი არც კი უნახავთ. ეს თურქეთში, აფიონქარაჰისარის პროვინციაში მდებარე სოფელი თაზლარია (Tazlar).
ეს ისტორია 98 წლის წინ დაიწყო, 1928 წელს, სოფლის უხუცესმა, აჰმეთ აღამ თანასოფლელებს მოუწოდა, სიგარეტზე უარი ეთქვათ. მისი სიტყვა დაუწერელ კანონად იქცა და თაობიდან თაობას გადაეცა.
უსიგარეტო სოფელში არ არსებობს ტრადიციული კაფეები, სადაც ეწევიან. მოსახლეობა სპეციალურ „სამეზობლო ოთახებში“ იკრიბება, სადაც მოწევა სრულიად მიუღებელია.
„ერთადერთი კვამლი, რასაც ჩვენს სოფელში ნახავთ, სახლების საკვამურებიდან ამოდის“, - ამბობენ ადგილობრივები.
თურქეთის დამოკიდებულებებთან მებრძოლმა ორგანიზაციამ - „მწვანე ნახევარმთვარემ“ (Yeşilay), თაზლარი რეგიონის „ყველაზე ჯანსაღ სოფლად“ დაასახელა.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი