სპორტი
18.11.2026 15:14
გორის სარაგბო კლუბი თბილისის გუნდს დაუპირისპირდება

დიდი 10-ის მომდევნო ტურის შეხვედრას გორის სარაგბო კლუბი „გორი“ თბილისის „ლელოს“ წინააღმდეგ გამართავს.

თამაში პარასკევს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე დაიწყება და გორის რაგბის სტადიონზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, გასულ შეხვედრაში „გორი“ ქუთაისის „აიას“ დაუპირისპირდა. სარაგბო მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 23:7 დასრულდა.

კვირის ამბები