ჰოროსკოპი
19.11.2026 10:48
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 ნოემბერს, თევზებში მყოფი მზარდი მთვარე წარმოსახვას და თანაგრძნობას ზრდის, ხოლო სასწორში მყოფი ვენერა ურთიერთობებში სამართლიანობას და ბალანსს უწყობს ხელს.

დღის ენერგია განსაკუთრებით ხელსაყრელია თევზებისთვის, მორიელისა და ლომისთვის.

 

♈ ვერძი

ენერგიით და მოტივაციით სავსე დღეა, თუმცა, სამსახურში, შესაძლოა, მოულოდნელი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, გაამარტივეთ გეგმა და პრიორიტეტები სწორად გადაანაწილეთ.

♉ კურო

სტაბილურობის და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულების დღეა. მეგობრულ ან საქმიან წრეში მიღებულმა ახალმა ინფორმაციამ, შესაძლოა, სამომავლო გეგმები შეგიცვალოთ, ამიტომ, მკაფიოდ დაიცავით პირადი საზღვრები.

♊ ტყუპები

დღე საინტერესო შეხვედრებით და საქმიანი მიმოწერით იქნება დატვირთული. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს და კრიტიკას ემოციურად ნუ მიიღებთ.

♋ კირჩხიბი

განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს, სწავლას ან მოგზაურობის დაგეგმვას დაუთმეთ. შესაძლოა, ძველი გაუგებრობა საბოლოოდ მოგვარდეს, თუმცა, ფინანსურ საკითხებსა და დაპირებებში სიფრთხილე გმართებთ.

♌ ლომი

ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა პროფესიული წინსვლის და საკუთარი იდეების წარსადგენად. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ადამიანის მხარდაჭერა, თუმცა, პარტნიორულ შეთანხმებებში პასუხისმგებლობები წინასწარ დააზუსტეთ.

♍ ქალწული

ორგანიზებულობა და მოთმინება ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში პარტნიორის ემოციებს მხოლოდ ლოგიკით ვერ მიუდგებით, ამიტომ გულწრფელი დიალოგი აირჩიეთ.

♎ სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობის და ურთიერთობების გასამყარებლად. სამსახურში, შესაძლოა, ერთდროულად ბევრი თხოვნა მიიღოთ, ამიტომ, ნუ ეცდებით ყველასთვის მოსახერხებელი იყოთ და დრო სწორად გადაანაწილეთ.

♏ მორიელი

გამძაფრებული ინტუიცია დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებში მთავარი არსი ზუსტად დაინახოთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება ან დადებითი ფინანსური ცვლილება.

♐ მშვილდოსანი

აქტიური დღეა ახალი გეგმების და კონტაქტების გასაფართოებლად, პარალელურად, ოჯახთან და პირად სივრცესთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებას მოითხოვს, საღამოს კი განმარტოება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

♑ თხის რქა

თქვენი შრომა და მონდომება სათანადოდ დაფასდება. საქმიანი ზარი, წერილი ან მოკლე მგზავრობა ახალ პერსპექტივას გაგიხსნით, მთავარია, სათქმელი მოკლედ და გულწრფელად ჩამოაყალიბოთ.

♒ მერწყული

შემოქმედებითი იდეების და მოულოდნელი შესაძლებლობების დღეა. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას, გაიმიჯნეთ რეალური საჭიროება დროებითი ემოციური სურვილებისგან.

♓ თევზები

მთვარე თქვენს ნიშანშია, რაც ემოციებს და შემოქმედებით აღქმას აძლიერებს. კარგი დროა ძველი გეგმების განახლებისთვის, თუმცა, მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას და სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღებას.

კვირის ამბები