საზოგადოება
19.11.2026 10:46
კეთილმოწყობის სააგენტო გორიჯვრის გზაზე სანიაღვრე არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტში შიდა გზების სარეაბილიტაციო და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება.

კეთილმოწყობის სააგენტო ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს,  ამჟამად, გორიჯვრის გზაზე არსებულ სანიაღვრე არხებზე ახორციელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამელიორაციო და სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდა შემდეგ სოფლებშიც: ქვეში, გარეჯვარი, ახალდაბა, რეხა, მეჯვრისხევი და კირბალი. წყალგამტარი არხები გაიწმინდა ქალაქის მასშტაბითაც.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, შიდა საუბნო გზები მოსწორდა და მოიხრეშა ზერტში, მეჯვრისხევში, დიცსა და გორიჯვარში.

„აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, სააგენტო ზრუნავს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობაზე, სეზონური საშემოდგომო სამუშაოების გათვალისწინებით, მიმდინარეობს ხეების გადაბელვა, ბალახის თიბვა და ტერიტორიების დასუფთავება“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები