რჩევები
19.11.2026 16:25
როგორ მოვამზადოთ სახლში ნამდვილი, იტალიური გემოს მქონე პიცა

სახლში მომზადებული პიცა შეიძლება, ისეთივე გემრიელი გამოვიდეს, როგორიც პიცერიაში. მთავარი საიდუმლო კი სწორად მომზადებულ ცომში, არომატულ სოუსსა და ხარისხიან ყველშია. აღნიშნული მარტივი რეცეპტით, რომელსაც გთავაზობთ, ცომი გამოდის რბილი და ჰაეროვანი, კიდეები კი - ოქროსფერი და ხრაშუნა.

ინგრედიენტები ცომისთვის:

500 გ. ფქვილი;

320 მლ. თბილი წყალი;

7 გ. მშრალი საფუარი;

1 ჩაის კოვზი შაქარი და მარილი;

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ინგრედიენტები სოუსის და გულსართისთვის:

200 გ. პომიდორი;

2 კბილი ნიორი;

ორეგანო და რეჰანი;

250 გ. მოცარელა;

150 გ. ლორი ან სალიამი;

სოკო, ბულგარული წიწაკა და ზეთისხილი - სურვილისამებრ.

მომზადების წესი:

თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. დაამატეთ ფქვილი, მარილი და ზეითუნის ზეთი. მოზილეთ რბილი ცომი და თბილ ადგილას 1-1.5 საათით გააჩერეთ.

დაბლენდერეებულ პომიდორს შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, ორეგანო, რეჰანი და მარილი.

ამოსული ცომი გააბრტყელეთ, წაუსვით სოუსი, მოაყარეთ მოცარელა და დაამატეთ სასურველი ინგრედიენტები.

გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ 240-250°C ღუმელში, დაახლოებით 8-12 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და კიდეები ოქროსფერი არ გახდება.

გაითვალისწინეთ: ცომი კარგად უნდა იყოს ამოსული, სოუსი ზომიერად გამოიყენეთ, ხოლო ღუმელი გამოცხობამდე კარგად გაახურეთ.

 

კვირის ამბები