
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტორ-სტაჟიორის, სტაჟიორ-ანალიტიკოსის და სტაჟიორის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, ანაზღაურებადი სტაჟირება გამოაცადა.
სამსახურის ინფორმაციით, მსურველს სტაჟირების გავლა შეუძლია შემდეგი მიმართულებებით: აუდიტი, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი, კორუფციის რისკების ანალიზი და პრევენცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საერთაშორისო ურთიერთობები.
რაც შეეხება კონკურსს, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება იურიდიული, ეკონომიკური, ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ან/და არიან აღნიშნული ფაკულტეტების ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
„კონკურსისამ ეტაპად ჩატარდება - განაცხადების გადარჩევა, ტესტირება/კაზუსი (წერილობითი ფორმა) და გასაუბრება სტაჟირების კომისიასთან (ზეპირი ფორმა).
კონკურსში წარმატებული კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორის, სტაჟიორ-ანალიტიკოსის და სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური ხელფასის ოდენობა აუდიტორ-სტაჟიორისა და სტაჟიორ-ანალიტიკოსისთვის - 1410 ლარს შეადგენს, ხოლო სტაჟიორისთვის - 780 ლარს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 20 ნოემბრიდან 2026 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით ვებ-გვერდზე https://vacancy.hr.gov.ge/“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსურველს დეტალური ინფორმაციის ნახვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ გვერდზე (www. sao. ge.) შეუძლია, ასევე უნდა დარეკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ნომერზე: 0322 438 144.