საზოგადოება
20.11.2026 13:15
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა შიდა ქართლში შეხვედრა გამართა

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა გაეროს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში შეხვედრა გამართა.

ღონისძიებაზე FAO-ს (სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია), IOM-ის (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია), UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა), UNFPA-ის (გაეროს მოსახლეობის ფონდი), UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი), UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდი), UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) და WHO-ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მიმართულებით გაეროს მიმდინარე ინიციატივები წარადგინეს, ასევე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტების ისეთ პრიორიტეტებზე, როგორებიცაა მდგრადი ურბანული დაგეგმარება, ადგილობრივი სატრანსპორტო სისტემის და დაკავშირებადობის გაუმჯობესება, ნარჩენების მართვა, კლიმატური მდგრადობის გაძლიერება და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება.

განსაკუთრებული აქცენტი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები თემების საჭიროებებზე, ახალგაზრდების ადგილზე დარჩენის ხელშეწყობაზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობაზეგამახვილდა.

ხაზი გაესვა მონაწილეობითი ბიუჯეტირების, მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულების და მდგრადი პარტნიორობის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მიზანს „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026–2030 წლების“ დოკუმენტის ფარგლებში, ადგილობრივი პრიორიტეტების განხილვა და თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონის შესაძლებლობებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე“, აცხადებენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.

კვირის ამბები