საზოგადოება
24.11.2026 10:57
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის ანაზღაურების გაცემა დეკემბერში დაიწყება

საკმაოდ ნორმალური ტემპით მივდივართ და როგორც ეს დაპირებული იყო, დეკემბრის განმავლობაში ჩვენ უკვე დავიწყებთ ანაზღაურების გაცემას, - დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, შევსებული განაცხადების თანმიმდევრობით მოხდება ანაზღაურება.

„პროგრამა უნდა გაგრძელდეს, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით მომდევნო წლის ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსური რესურსია გათვალისწინებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული. ფულადი კომპენსაცია კი განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა და მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.

კვირის ამბები