
გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა თემურ ლორთქიფანიძის და ბადრი ქავთარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სხვადასხვა სინჯის მედლებით დაასრულეს.
შეჯიბრი ჭიათურაში ჩატარდა. ასპარეზობები 2010-2011 და 2012-2013 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის მიმდინარეობდა.
რაც შეეხება შედეგებს, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ტურნირზე ხუთი პირველი და ხუთი მეორე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრის გამარჯვებულები ვალერი ახალკაცი (57 კგ; 2010-2011 წწ.), ავთანდილ ბააკაშვილი (70 კგ; 2010-2011 წწ.), ცოტნე ივანიშვილი (46 კგ; 2012-2013 წწ.), გიორგი დაღელაშვილი (57 კგ; 2012-2013 წწ.) და ლუკა გოგიაშვილი (+80 კგ; 2012-2013 წწ.) გახდნენ.
ვლადიმერ ტერტერაშვილმა (48 კგ; 2010-2011 წწ.), ნიკოლოზ ფირანიშვილმა (52 კგ; 2010-2011 წწ.), საბა მჭედლიშვილმა (66 კგ; 2010-2011 წწ.), გუგა ორთანეზაშვილმა (+80 კგ; 2010-2011 წწ.) და საბა კუპატაძემ (54 კგ; 2012-2013 წწ.) ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულეს.
ტურნირზე მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი, გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ და მოკრივეთა ანგარიშზე ექვსი მედალია.
ზაზა მდინარიძემ (63 კგ.), შოთიკო თანდიაშვილმა (60 კგ.) და ნიკოლოზ ხიზანიშვილმა (66კგ.) პირველი ადგილები დაიკავეს. ირაკლი გულიშვილი (44 კგ.) და ნიკოლოზ ნაცვლიშვილი (70 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლნენ. ლუკა ქოქაშვილი (54 კგ.) კი შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორია.