საზოგადოება
25.11.2026 15:45
სოფელ უფლისციხეში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - გორის მერი სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 695 მეტრი სიგრძის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, თანამედროვე სატუმბი სადგურის და ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მონტაჟი.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ სოფელ უფლისციხეში წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

„პროექტის მიზანია, სოფელ უფლისციხეში გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგებას.

​პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება კი 650 645 ლარია“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები