
დღეს, 26 ნოემბერს, აშშ-ში მადლიერების დღე (Thanksgiving) აღინიშნება.
მადლიერების დღის ტრადიცია 1621 წლის შემოდგომას უკავშირდება, როდესაც ინგლისელმა კოლონისტებმა პირველი უხვი მოსავლის აღება და მკაცრი ზამთრის გადატანა ადგილობრივ ინდიელებთან ერთად სამდღიანი ნადიმით აღნიშნეს პლიმუთში.
ოფიციალურ ეროვნულ დღესასწაულად ეს თარიღი 1863 წელს, პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა გამოაცხადა.
ტრადიციულად, Thanksgiving-ი აშშ-ში ნოემბრის ყოველ მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება.
ამ დღესასწაულზე ოჯახები და ახლობლები საზეიმო ვახშამზე იკრიბებიან და მადლიერებას გამოხატავენ.
ამასთან, საკუთარი ტრადიცია აქვს თეთრ სახლსაც - დღესასწაულის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში ტრადიციულად ორ ინდაურს იწყალებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამერიკული დღესასწაულია, მადლიერების გრძნობას საზღვრები არ აქვს, მითუფრო, საქართველოში, სადაც სტუმართმოყვარეობა და სიკეთის დაფასება ოდითგანვე მთავარი ღირებულებაა.
ვის და რისთვის გადაუხდიდით ყველაზე დიდ მადლობას? დაწერეთ კომენტარებში ან მონიშნეთ ის ადამიანი, ვისთვისაც მადლობის გადახდა გსურთ.