სპორტი
26.11.2026 12:54
UFC-ში 2025 წელს შესრულებული საუკეთესო ნოკაუტისთვის, ილია თოფურიამ განკუთვნილი ჯილდო მიიღო

ქართველ მებრძოლს ილია თოფურიას UFC-ში 2025 წელს შესრულებული საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა.

სპორტსმენმა ჯილდო ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მოპოვებული ეფექტური გამარჯვებისთვის დაიმსახურა.

2025 წლის 28 ივნისს ლას ვეგასში გამართულ UFC 317-ზე ქართველმა მებრძოლმა ოლივეირა პირველივე რაუნდის მეორე წუთის შემდეგ ნოკაუტით დაამარცხა, მსუბუქი დივიზიონის (70 კგ) საჩემპიონო ქამარს დაეუფლა და ორგანიზაციის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

კვირის ამბები