სპორტი
26.11.2026 14:16
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა დღეს, 26 ნოემბერს ჩატარდება. თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და ათენის ოლიმპიური კომპლექსი (OAKA) უმასპინძლებს.

„თამაში ათენში იმართება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდება. ჩვენი გუნდი ამისთვის მზადაა. ხუთი მოგება გვაქვს, საბერძნეთს – ოთხი. ისეთივე წნეხის ქვეშ ვიქნებით, როგორშიც საბერძნეთის ნაკრები. გამარჯვება ორივე გუნდს ძალიან სჭირდება, რადგან, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად შვიდი მოგებაც არ იყოს საკმარისი“, - აღნიშნა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, მარკის რიდი, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია.

კვირის ამბები